მასწავლებლის
სახელი
და
გვარი - ნანული მიქაძე
საგანი: ფიზიკა
სწავლების
საფეხური/კლასი: IX კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა:8
გაკვეთილის
თემა:
ნიუტონის II კნონი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეს შეუძლია ექსპერიმენტის ჩატარების,დაკვირვების, მონაცემთა ინტერპრეტაციის,
ანალიზის, დასკვნის გამოტანა;
ექსპერიმენტული კვლევა ნიუტონის II კანონის შესასწავლად-აჩქარების მასასა და
ძალაზე დამოკიდებულების დადგენა, შესაბამისი გრაფიკების აგება;
ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები,კანონები და ფორმულები ამოცანების
ამოსახსნელად.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.IX.6. მოსწავლეს შუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედების ღწერა.
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი
პროცედურის გამხორციელება/მონაცემების
აღრიცხვა.
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
(რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
. გეგმავს და ატარებს ცდებს
ნიუტონის კანონების მართებულობის შესამოწმებლად, აანალიზებს შედეგებს და გამოიტანს
შესაბამის დასკვნებს;
ნანული მიქაძე
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
1
|
ქცევის წესების შეხსენება.
საშინაო დავალების შემოწმება
გაკვეთილის გამოკითხვა
გაკვეთილის მიზნის გაცნობა.
მოსწავლეები გაეცნობიან, რომ მათი ახალი გაკვეთილის თემაა „ნიუტონის II კნონი“
მიზანი იქნება აჩქარების მასასა და ძალაზე დამოკიდებულების დადგენა, შესაბამისი გრაფიკების
აგება; შემდეგ კი
ადეკვატურად
გამოიყენოს შესაბამისი ცნებები,კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.
შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
|
გამოკითხვის მეთოდი,
შესასვლელი ბილეთები
ვერბალური ახსნა.
|
მთელი კლასი.
|
წიგნი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, სამუშაო რვეული, ფლირჩატი,პრეზენტაცია, კალამი,
|
20 წთ.
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ქცევის წესებს
მოსწავლეები ყვებიან გაკვეთილს.
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს.
გაეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეები გაიხსენებენ უკვე გავლილ მასალაში
მიმდინარე თემის შესახებ.
|
გონებრივი იერიში,კითხვა-პასუხი
|
ორი ჯგუფი
|
წიგნი, კომპიუტერი, სამუშაო რვეული, პრეზენტაცია, კალამი,
|
5
წთ
|
გავლილი მასალის კავშირი ახალი
გაკვეთილის თემასთან
|
3
|
ახალი მასალის გაცნობა:
აქტივობა №1
აქტივობის მიზანი: აჩქარების
მასასა და აჩქარების ძალაზე დამოკიდებულების დადგენა,რისთვისაც სჭიროა აჩქარების
გამოთვლა;
აქტივობის აღწერა: ჯგუფური სამუშაო; პირველმა ჯგუფმა უნდა ააწყოს სურათის მიხედვით
დანადგარი,ჭიქაში ჩაყარონ ქვიშა ისეთი რაოდენობით, რომ ურიკის მოძრაობისას ნაწვეთურებს
შორის მანძილი იზრდებოდეს.განვსაზღვროთ ურიკას მასა, დროის შუალედი,შემდეგ მანძილი
და გამოვითვალოთ აჩქარება. ამის შემდეგჭიქაში
ქვიშის ჩამატებით ზრდიან ძალას და იზომება დრო, მანძილი და აჩქარება.
აქტივობა №2
აქტივობის მიზანი: ექსპერიმენტის შედეგების მონაცემების საფუძველზე
აჩქარების მასასა და აჩქარების ძალაზე დამოკიდებულების დადგენა, შესაბამისი ცხრილების
შევსება,ფორმულის გამოყვანა და ამ კანონის გამოყენებით ამოცანების ამოხსნის რეკომენდაციბი.
აქტივობის აღწერა:: მეორე ჯგუფი
ექსპერიმენტის შედეგების მონაცემების საფუძველზე აჩქარების მასასა და აჩქარების
ძალაზე დამოკიდებულების დადგენის შემდეგ, ორგანიზებულად აკეთებს ჩანაწერებს, ავსებენ
შესაბამის ცხრილებს,ამის შემდეგ გამოყავთ ნიუტონის მეორე კანონი და ფორმულა ვხსნით
ამოცანას (15-20წთ)
გაკვეტილის ბოლოს მოსწავლეებს
ვაძლევ საშინაო დავალებას:
აქტივობა №3
აქტივობის მიზანი: ააგონ
მუდმივი მასისას აჩქარების ძალაზე და მუდმივი ძალისას აჩქარების მასაზე დამოკიდებულების
გრაფიკები
აქტივობის აღწერა:დაწერონ
ანგარიში და ახსნან ექსპერიმენტის შედეგები, გამოიტანონ დასკვნა.ააგონ შესაბამისი
გრაფიკები(4-5 წთ)
ამოხსნან ამოცანები
ამოცანათა კრებულიდან
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი.
|
თვალსაჩინოება,სახელმძღვანელო,საწვეთურიანი
ურიკა,დინამომეტრი,სახაზავი.პოლიეთილენისჭია,წამზომი,
|
20 წთ
|
მოსწავლეები უკეთ ერკვევიან და აყალიბებენ
|
5
|
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მიმდინარე განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას ზეპირი კომენტარებით.
|
წინასწარ მომზადებული კითხვები,სწავლა კეთებით,
სწავლა ინფორმაციაზე დაყრდნობით
|
ჯგუფები(ორ-ორად),
|
წთ
|
მსჯელობა აღნიშნულ თემაზე.ასევე
ექსპერიმენტის ჩატარების,დაკვირვების,
მონაცემთა ინტერპრეტაციის, ანალიზის, დასკვნის გამოტანა;
ექსპერიმენტული კვლევა ნიუტონის II კანონის.ააგონ შესაბამისი გრაფიკები,ამოხსნან
ამოცანები
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა გაიაზრეს
ექსპერიმენტის არსი, მოახდინეს მონაცემთა ინტერპრეტაცია, შეძლეს მსჯელობა,
ნიუტონის II კანონის შესასწავლად-აჩქარების
მასასა და ძალაზე დამოკიდ ებულების დადგენა, შესაბამისი გრაფიკების აგება. ადეკვატურად
გამოიყენეს შესაბამისი ცნებები, კანონები და
ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება . სიტყვიერი კომენტარები,
სიტყვიერი შეფასება.
საშინაო დავალება: პრეზენტაცია „ნიუტონის მეორე კანონი“
ექსპერიმენტის შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმე ბი
|
ძალიან
კარგი 4 ქულა
|
კარგი 3 ქულა
|
დამაკმაყოფილებელი 2 ქულა
|
არადამაკმაყოფილებელი 1
ქულა
|
ჩართულობა
|
აქტიურად
მონაწილეობს დამნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში.
|
აქტიურად
მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში.
|
იშვიათად
მონაწილეობს და შესაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში.
|
არ
მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობსძალიან იშვიათად.
|
კვლევის
მიმდინარეობის აღწერა
|
აქტიურად
მონაწილეობს ცდის დემონსტრირებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ცდის წარმატებით
დამთავრებაში
|
აქტიურად
მონაწილეობს ცდის დემონსტრირებაში და წვლილი შეაქვს უმეტეს შემთხვევაში.
|
იშვიათად
ახდენს ცდის დემონსტრირებას და მეტნაკლებად იღებს მონაწილეობას მსვლელობისას.
|
ვერ ახდენს ცდის დემონსტრირებას ან ძალიან
იშვიათად ღებულობს მონაწილეობას ცდის მსვლელობისას
|
მიღებული
მონაცემების ანალიზი
|
ძალიან
კარგად ახდენს მონაცემების ანალიზს აგებს დიაგრამებს და გამოაქვს ძირითადი დასკვნები.
|
სრულყოფილად ახდენს მონაცემების ანალიზს,მაგრამ უსისტემოდ.
აგებს დიაგრამებს. აკეთებს დასკვნებს ხარვეზებით.
|
სრულად
ვერ ახდენს მონაცემების ანალიზს.დიაგრამებს ვერ აგებს სრულყოფილად დააკეთებს ნაწილობრივ
სრულ დასკვნებს.
|
ვერ
ახდენს მონაცემების ანალიზს. ვერ აგებს დიაგრამებს და ვერ აკეთებს შესაბამის დასკვნებს.
|
ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჩაეთვალა
|
ჩაეთვალა
|
არ ჩაეთვალა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გაანალიზება.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო ფუნქციების განაწილება.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო და ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის სწორად და თანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს
შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული არ იყო და ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციებიც არათანაბრად გადანაწილდა.
|
დროის ლიმიტი
|
კარგად იცავენ დროის ლიმიტს.
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა აქტიური და ნაყოფიერია.
ურთიერთგანწყობა პოზიტიურია.
|
ჯგუფის წევრებს შორის არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ,
თუმცა ურთიერთგანწყობა პოზიტიურია.
|
ჯგუფის წევრებს შორის არ იყო აქტიური და ნაყოფიერი
თანამშრომლობა. ურთიერთდამოკიდებულება არ იყო პოზიტიური.
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჩაეთვალა
|
ჩაეთვალა
|
არ ჩაეთვალა
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
|
ყოველთვის არ არიან ჩართული აქტიურად საგაკვეთილო
პროცესში.
|
საერთოდ არ არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
|
წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ მასალასთან
|
ძალიან კარგად აკავშირებენ წინარე ცოდნას ახალ მასალასთან.
|
კარგად ვერ აკავშირებენ წინარე ცოდნას ახალ მასალასთან.
|
უჭირთ, ან საერთოდ ვერ აკავშირებენ წინარე ცოდნას
ახალ მასალასთან .
|
ცოდნის დაკავშირება ყოველდღიურ პრაქტიკასთან
|
მიღებულ ცოდნას კარგად უკავშირებენ ყოველდღიურ პრაქტიკას.
|
მიღებულ ცოდნას კარგად ვერ უკავშირებენ ყოველდღიურ
პრაქტიკას.
|
მიღებულ ცოდნას ვერ უკავშირებენ ყოველდღიურ პრაქტიკას.
|
ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჩაეთვალა
|
ჩაეთვალა
|
არ ჩაეთვალა
|
მასალის მოძიება
|
მოძიებული მასალა ზუსტად შეესაბამება საკითხს .
|
მოძიებული მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს.
|
მოძიებული მასალა საერთოდ არ შეესაბამება საკითხს.
|
საინფორმაციო წყაროების გამოყენება.
|
გამოყენებულია მრავალფეროვანი საინფორმაციო წყარო|საშუალება
|
არ არის გამოყენებული მრავალფეროვანი საინფორმაციო
საშუალება.
|
საერთოდ არ არის გამოყენებული საინფორმაციო საშუალება.
|
ინფორმაციის ორგანიზებულობა
|
მოპოვებული ინფორმაცია კარგადაა ორგანიზებული.
|
მოპოვებული ინფორმაცია ნაწილობრივაა ორგანიზებული.
|
მოპოვებული ინფორმაცია საერთოდ არ არის ორგანიზებული.
|
No comments:
Post a Comment